Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ეუთოს მისიის საარჩევნო რეკომენდაციების მხედველობაში მიღების პირობას დებს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნო საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციებს.

„შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული“ - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რაც პირველ ყოვლისა, პარლამენტის პასუხისმგებლობაა, მან ეს ფუნქცია ყურადღებით უნდა შეასრულოს და განახორციელოს ცვლილებები ქვეყანაში უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ირაკლი კობახიძემ ეუთოს მისიას მადლობა გადაუხადა შეფასებების და რეკომენდაციებისთვის.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, თუმცა, ერთი მხარე სარგებლობდა საფუძველს მოკლებული უპირატესობით, წინასაარჩევნო კამპანიას კი ჰქონდა ნეგატიური ხასიათი, რამაც პროცესი დააზარალა. დამკვირვებლების შეფასებითვე, გაზრდილი იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამიჯვნის ნაკლებობა, რამაც ასევე მოახდინა გავლენა კენჭისყრის პროცესზე.

XS
SM
MD
LG