Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს


1 დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2018 წელს გაერო-ს შიდსის პროგრამის მოწოდებით შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია: „იცოდე შენი აივ სტატუსი!”.

დღეისათვის, მხოლოდ ევროპაში აივ/შიდსით 1.2 მლნ ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს. ყოველმა მეოთხე ინფიცირებულმა თავისი სტატუსის შესახებ არ იცის. ხოლო ვინც იცის, რომ აივ ინფიცირებულია, თითქმის 50%-ს დიაგნოზი დაუდგინდა დაავადების გვიან სტადიაზე.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია და 7000 შემთხვევას გადააჭარბა.

2018 წლის 27 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: 7368 შემთხვევა. მათ შორის, 5517 მამაკაცი და და 1851.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3816 პაციენტს, 1500 გარდაიცვალა. 2018 წელს გამოვლინდა 606 ახალი შემთხვევა. აივ მკურნალობაზეა 4524 (მათ შორის აფხაზეთში - 526) პაციენტი.

ახლადგამოვლენილი 618 შემთხვევიდან ნარკოტიკების ინექციური მოხმარებელია 16.3 %; ჰეტეროსექსუალური გზით დაინფიცირდა 62,9%; მსმ (მამაკაცი რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან) - 19,4%; აივ-ის გადაცემის დანარჩენმა გზებმა შეადგინა 1.4 %.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის აივ/შიდსზე ტესტირება და მკურნალობა უფასოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG