Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიცია აქციისთვის ემზადება


გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა შეხვედრაზე ფილარმონიაში. 2018 წლის 29 ნოემბერი
გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა შეხვედრაზე ფილარმონიაში. 2018 წლის 29 ნოემბერი

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები „ხმამაღალი აქციისთვის“ ემზადებიან რათა გააპროტესტონ ის „რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა“.

სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართავს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც მანამდე გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ, ისევე როგორც 2003 წელს იმჟამინდელ პრეზიდენტს არ მიეცა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საშუალება, ასევე 16 დეკემბერს დაგეგმილ პრეზიდენტის ინაუგურაციას ხალმა უნდა უპასუხოს „წყნარად, კონსტრუქციულად, ზომიერების და კანონის ფარგლებში, ძალიან აუღელვებლად, მაგრამ ძალიან მასობრივად, რომ არ მოგცემთ საშულებას ჯიბეში ჩაიდოთ ხალხისგან მოპარული არჩევნები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აქციაზე მხარდამჭერებს მომავალი მოქმედების გეგმას გააცნობენ. „ყველაფერს მივყვებით ლოგიკურად და მივყვებით ისე, როგორც ეს გეგმები გვაქვს დასახული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე იგეგმება კონტრაქციის გამართვაც. უცნობია კონტრაქციის ორგანიზატორთა ვინაობა, თუმცა აქციის თაობაზე ცნობა ფეისბუკის მეშვეობით გავრცელდა. „2 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობა მართავს აქციას და მოითხოვს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას! კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ მოთხოვნას და ვგეგმავთ კონტრაქციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG