Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს მოთხოვა დაჭრილი უკრაინელი მეზღვაურების მკურნალობა


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა ვალდებულება აუცილებელი მკურნალობით უზრუნველყოს ქერჩის სრუტეში დაჭრილი უკრაინელი მეზღვაურები. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ივან ლიშჩინის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო რუსეთისგან მოითხოვს ინფორმაციასაც დაკავებული უკრაინელების ჯანმრთელობის და საპატიმროში მათი პირობების შესახებ. ლიშჩინის ინფორმაციით, ამჟამად უკრაინა ამზადებს სარჩელს მეზღვაურების უფლებების დარღვევის შესახებ, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში შეიტანს 2019 წლის 7 იანვრამდე.

25 ნოემბერს, რუსმა მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამ გემს, რომელიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდა. რუსეთის მიერ დატყვევებულ გემებზე იმყოფებოდა 20-ზე მეტი მეზღვაური, მათგან 6 დაიჭრა. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს, რასაც კიევი კატეგორიულად უარყოფს და რუსეთს სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG