Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩეველთა 48,63%-მა მიიღო მონაწილეობა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში


სომხეთში დასრულდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა დაახლოებით 48,63%-მა

წინა საპარლამენტო არჩევნების დროს აქტიურობა უფრო მაღალი იყო და ეს მაჩვენებელი შეადგენდა 60,84%-ს.

პარლამენტის 101 ადგილისათვის სულ 11 პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის, მათ შორისაა ნიკოლ ფაშინიანის „ჩემი ნაბიჯი“ და სომხეთის რესპუბლიკური პარტია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მსხვილი ფრაქცია ჰქონდა. რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის სათავეშია სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვიგენ სარგსიანი. საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“, არჩევნებში გამარჯვების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

პარტიებისათვის გამსვლელი ბარიერი შეადგენს 5%-ს, ბლოკებისათვის 7%-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG