Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია სასამართლოსგან ითხოვს სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას


გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დღეს სასამართლოს მიმართავს, სალომე ზურაბიშვილს მოუხსნას პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია. თბილისში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გამოიკვლიეს ყველა ფაქტობრივი გარემოება და სასამართლოს თხოვენ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლიხ საფუძველზე. ეს მუხლი ამომრჩევლის მოსყიდვას ეხება. ვაშაძემ მოსყიდვად შეაფასა 600 მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა და კარტოფილის, ხახვის და მეორადი ტანსაცმლის დარიგება. ვაშაძის განცხადებითვე, მოსყიდვაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე, ამიტომ პროკურატურისგან მოითხოვენ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG