Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის მოწინააღმდეგეთა აქცია


თბილისის იუსტიციის სახლთან გრძელდება საპროტესტო აქცია უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის წინააღმდეგ. გუშინდელი აქციისგან განსხვავებით, ბლოკირებული არ არის იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი, რომელსაც დღეს პოლიციელები აკონტროლებენ. აქციაში მონაწილეობენ „ქართული მარშის,“ „ქართული დასის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.

„ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ ქართული მიწების გაყიდვის ხარჯზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამდიდრება“ - განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება მიწების გასხვისებას გადაწყვეტს, ხალხი მშვიდობიანი გზით დაამხობს. ბაღათურიამ კორუმპირებული უწოდა საკონსტიტუციო სასამართლოსაც.

7 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის მოქალაქეების, პროკოპი სავვიდის და დიანა შამანიდის სარჩელი და ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომლითაც საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე შეჩერებული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე უცხოელების საკუთრების უფლება. ამ შეზღუდვის გამო მოსარჩელეები ვერ ახერხებდნენ მემკვიდრეობით მიღებული მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას.

XS
SM
MD
LG