Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 დეკემბერს საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა


კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ჯეიმს აპატურაი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციასაც გამართავს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტი ადასტურებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს მაღალ ინტენსივობას და ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატო-ს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

XS
SM
MD
LG