Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტაიმმა“ რამდენიმე ჟურნალისტი დაასახელა „წლის ადამიანად“


2018 წლის 11 დეკემბერი, ნიუ-იორკი: "ტაიმის" რედაქტორის თანაშემწე ბენ გოლდბერგერი საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ინტერვიუს დროს
2018 წლის 11 დეკემბერი, ნიუ-იორკი: "ტაიმის" რედაქტორის თანაშემწე ბენ გოლდბერგერი საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ინტერვიუს დროს

ამერიკულმა გამოცემა „ტაიმმა“ ერთბაშად რამდენიმე პირი დაასახელა „წლის ადამიანად“. „ტაიმი“ „მცველებად“ მოიხსენიებს მათ - კერძოდ, ოთხ ჟურნალისტსა და ამერიკულ გამოცემა „კეპიტლ გაზეტს“, რომლის რედაქციაშიც ივნისში ხუთი ადამიანი იქნა მოკლული.

„ტაიმის“ განმარტებით, 2018 „წლის ადამიანებად“ აარჩიეს ხალხი, რომელიც თავს საფრთხეში იგდებს მეტი სიმართლის ძიებით, ფაქტების დასადგენად მუშაობით და თავისი აზრის გამოთქმით. „წლის ადამიანად“ დასახელებულია, მაგალითად, დისიდენტი საუდის არაბეთიდან, ჯამალ ხაშოგჯი, რომელიც 2 ოქტომბერს მოკლეს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში.

ჟურნალი „ტაიმი“ 1927 წლიდან ირჩევს ინდივიდებს, ან ჯგუფებს და მათ სურათს ბეჭდავს წლის ბოლო ნომრის ყდაზე. „წლის ადამიანებად“ დასახელებულებს შორის პირველად შეიყვანეს ადამიანი, რომელიც ცოცხალი აღარ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG