Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერიამ "ქართული ოცნება" დაადანაშაულა პარლამენტში ქუჩური გარჩევის მოწყობაში


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ დღევანდელ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა "ქართული ოცნების" უმრავლესობას.

„არსებობს ქცევის წესები. თუ ვინმე თვლის, რომ დეპუტატი ხელს უშლის სხვა დეპუტატს გამოსვლაში ამისთვის არსებობენ მანდატურები, არსებობს სხდომის წამყვანი, რომ მიიღოს ზომები. მაგრამ საქმე ეს არ არის. თქვენ წყობიდან გამოდიხართ შინაარსის და ზოგიერთ შემთხვევაში ოპონენტების მანერების გამო და წესების მიხედვით მოქცევა კი არ გინდათ, არამედ ქუჩური გარჩევის მოწყობა და ძალის დემონსტრირება გინდათ. რადგან ბევრნი ხართ, ბევრი შეგიძლიათ იყვიროთ. თუ ვინმეს გამოსვლა ან მისი მანერები არ მოგწონთ, მერე ასეთ ფიზიკურ გარჩევებს აწყობთ. ეს არის ამ პარლამენტის სახე და სირცხვილი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ის დაინტერესდა, რატომ აძლევს თავს უფლებას „ქართული ოცნება“ პარლამენტში „გარჩევა მოაწყოს“ იმიტომ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა.

„და რომ წააგებთ, მერე თქვენ უნდა გცემონ გარეთ, დერეფანში? ვერ გცემენ, იმიტომ რომ ჯანიანი ხარ? თუ იარაღი გაქვს? ზუსტად ამას გეუბნებით, ეს არის თქვენი თამაშის წესი. ძალიან გინდათ 90-იან წლებში დაბრუნება? დარწმუნებულები ხართ, რომ სულ გამარჯვებულების მხარეს იქნებით? ძალიან მაგრად ცდებით, მაგრამ სამწუხარო ის კი არ არის, რომ თქვენ დაისჯებით თქვენი უპასუხისმგებლობის გამო, ქვეყანა დაისჯება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას და "პატრიოტთა ალიანსის" წევრს ირმა ინაშვილს შორის. მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდა "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი.

დაპირისპირება პარლამენტში ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის
please wait

No media source currently available

0:00 0:25:37 0:00

ამ ინციდენტამდე უმრავლესობის წევრები გააღიზიანა ნიკა მელიას გამოსვლამ, როცა არჩევნების დროს მომხდარ დანაშაულის ფაქტებზე საუბრისას კრიმინალები უწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და "ქართული ოცნების" დეპუტატს ენზელ მკოიანს.

XS
SM
MD
LG