Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს წარსულში სეპარატისტულ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი პირი


რუსეთის სტავროპოლის მხარეში დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია წარსულში ჩეჩნეთში სეპარატისტულ ექსტრემიზმში ჩართულობაში. საგამოძიებო კომიტეტმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ დაკავებულია 1972 წელს დაბადებული შამილ ხაზბულატოვი. ხაზბულატოვი ეჭვმიტანილია 2000 წლის თებერვალში ჩეჩნეთის შატოის რაიონში განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაში, რასაც ემსხვერპლა 84 რუსი სამხედრო. საგამოძიებო კომიტეტი ნოემბერში აცხადებდა, რომ დაკავებულია კიდევ ორი კაცი, ნაზმუდინ დუდიევი და იბრაგიმ დონაშევი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან შამილ ბასაევის ლიდერობით განხორციელებულ ამ თავდასხმაში მონაწილეობაში. ოფიციალური ვერსიით, რუსეთში ამ თავდასხმას განიხილავენ სამხედროთა სიმამაცის და მსხვერპლშეწირვის მაგალითად, თუმცა სამხედრო ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ამ მარცხის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. 1994-დან 2000 წლამდე ბასაევი ჩეჩენი მეამბოხეების არაერთ თავდასხმას და ტერორისტულ აქტს ხელმძღვანელობდა ფედერალური ძალების წინააღმდეგ. ის ერთ დროს რუსეთში ყველაზე მნიშვნელოვანი ძებნილი იყო. ბასაევი დაიღუპა 2006 წელს, ინგუშეთში მომხდარი აფეთქების დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG