Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეიმ კონსერვატორთა ნდობა მოიპოვა კენჭისყრაზე


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი გადაურჩა კონსერვატიული პარტიის კენჭისყრას მისი ლიდერობის შესახებ ნდობის თაობაზე. მას მხარი დაუჭირა 200-მა წევრმა, თუმცა 117-მა მიიჩნია, რომ ის სწორად არ ხელმძღვანელობს ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან. მეის 159 ხმა, ანუ უბრალო უმრავლესობა ესაჭიროებოდა პოზიციის შესანარჩუნებლად. ტერეზა მეი პრემიერ-მინისტრი გახდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში 2016 წლის რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. ბოლოხანს მისივე პარტიის რიგებში აკრიტიკებენ ბრექსიტზე შეთანხმებას, რომელსაც მეიმ ბრიუსელთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია. 10 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა გადადო ბრექსიტზე შეთანხმების შესახებ საპარლამენტო კენჭისყრა, რასაც კანონმდებლების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რადგან უკვე ბევრჯერ იყო ნათქვამი, რომ კენჭისყრა ჩატარდებოდა.

XS
SM
MD
LG