Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფალი რუსეთის“ ფონდმა (FRF) დირექტორთა საბჭო დაამტკიცა


არაკომერციულმა ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთის“ ფონდმა (FRF), რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ხელშეწყობას, 12 დეკემბერს დაამტკიცა დირექტორთა საბჭო. მისი წევრები არიან საერთაშორისო აღიარების მქონე ისეთი ლიდერები, როგორებიცაა დევიდ კრამერი, იან კელი, თომას მელია, ვლადიმირ ყარა-მურზა, ალინა პოლიაკოვა და სხვები, სულ 12 კაცი. ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ დირექტორთა საბჭო პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციის საქმიანობაზე, ორგანიზაციისა, რომელიც დაარსების დღიდან, 2014 წლიდან სულ უფრო აფართოებს პროგრამებს აშშ-ი, ევროპასა და რუსეთში. ფონდის საქმიანობა მიმართულია რუსეთთან დაკავშირებით ეფექტიანი და მდგრადი დასავლური პოლიტიკის ფორმირებაში. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, რომელიც ამჟამად ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსის მკვლევარია. დირექტორთა საბჭომ „თავისუფალი რუსეთის“ ფონდის პრეზიდენტად აირჩია ნატალია არნო, ამ ფონდის დამფუძნებელი, რომელიც ვაშინგტონში მდებარე შტაბ-ბინის ყოველდღიურ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ შევუერთდეთ ნატალიას, რათა დავეხმაროთ მას იმ განსაცვიფრებელ საქმიანობაში, რომელსაც იგი ეწევა ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ მართვასა და რუსეთში დემოკრატიის განვითარებისათვის,“ - ნათქვამია დევიდ კრამერის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG