Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები: პარლამენტი დაუბრუნდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხს


არასამთავრობო ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „ალტერნატივა ჯორჯია“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, „ღია საზოგადოების ფონდი“ -
ღია განცხადებით ეხმაურებიან ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, უცნობი, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ

„ეს არ არის ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების პირველი ეპიზოდი მიმდინარე წელს. მაისში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ტრაგიკული ფაქტის შესახებ, რასაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი 12 მაისის მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია და თანმდევი მოვლენები მოჰყვა. თუმცა მაისიდან დღემდე, საზოგადოებას ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან, არ მიუღია სათანადო და ამომწურავი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ბოლო პერიოდში, ისევე როგორც მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირებული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ;
  • ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვა უწყებების ჩართულობით, შექმნას გაფართოებული სამუშაო პლატფორმა, სადაც პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით, განისაზღვრება მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები;
  • სახელმწიფომ დაგეგმოს და გადადგას რეალური პრევენციული ნაბიჯები ნარკოტიკებით გამოწვეული ინტოქსიკაციის და გარდაცვალების ფაქტების შემდგომი პრევენციის მიზნით;
  • საქართველოს პარლამენტმა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვას.
XS
SM
MD
LG