Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია მეზვრიშილი: გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება დავით კირკიტაძით 


ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი

„თუ ვინმემ ნახა ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა .

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, კირკიტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას და ნივთების დაზიანებას.

"მიიღებს ალბათ, ბატონი კირკიტაძე მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის სურვილი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ წუთებში მასთან დაკავშირებით",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„ჩემს სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, მათ დატოვეს სადარბაზო და შორი-ახლოს იმყოფებიან“-განუცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დავით კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსს“. იგი ამბობს, რომ ემზადება და თავად აპირებს პოლიციაში მისვლას.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG