Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: შეშფოთებულები ვართ გუშინდელი კადრებით


როს უილსონი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას და ამ უფლების განხორციელებას მშვიდად და მშვიდობიანად. 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად განვითარებული პროცესის კომენტირებისას მან თქვა, რომ შეშფოთებულია კადრებით, რომელიც ნახა: „ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი შეკრების უფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ უფლების განხორციელებას მშვიდად და მშვიდობიანად. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ კადრებით, რაც გუშინ ვნახეთ და იმით, რას ეუბნებიან ეს კადრები ქართველებსა და საქართველოს მეგობრებს მთელს მსოფლიოში. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, რათა არჩევნების შემდეგ წინ წახვიდეთ და შეასრულოთ მნიშვნელოვანი სამუშაო, გააძლიეროთ ეს ქვეყანა და მისი მომავალი.“-განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში როს უილსონმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG