Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნდება აშშ-ის სენატის ანგარიში 2016 წლის არჩევნებზე რუსეთის სოციალური მედიის გავლენის თაობაზე


 ე.წ. "ტროლების ფაბრიკის" ახალი ოფისი სანქტ პეტერბურგში, 2018 წლის ოქტომბერი
ე.წ. "ტროლების ფაბრიკის" ახალი ოფისი სანქტ პეტერბურგში, 2018 წლის ოქტომბერი

აშშ-ის სენატის ორი დოკუმენტი იტყობინება რუსეთის მცდელობის შესახებ, გავლენა მოეხდინა აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაზე და ამომრჩევლის აზრზე. სენატის დაზვერვის კომიტეტი, ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია კონგრესში, რომელიც იკვლეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის მცდელობას. ანგარიში მოამზადა ორმა ორგანიზაციამ: ოქსფორდის უნივერსიტეტის საკომპიუტერო პროპაგანდის შემსწავლელმა ცენტრმა და კომპანია „გრაფიკამ“. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ რუსეთის კომპანია „საინტერნეტო კვლევის სააგენტომ“ ექსპერიმენტები ინტერნეტში დაიწყო უკვე 2009 წლის არჩევნების დროს რუსეთში. 2013 წელს, ე.წ „ტროლების ფაბრიკა“, რომელსაც სავარაუდოდ, აფინანსებს კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, იევგენი პრიგოჟინი, უკვე ცდილობდა აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას ტვიტერის საშუალებით. ამ კამპანიაში ნელ-ნელა ჩართეს სხვა ქსელები, YouTube, Facebook დაInstagram . ანგარიშის ავტორების თანახმად, აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთი ცდილობდა კონსერვატორული ამომრჩევლის სიმპათია დონალდ ტრამპს მხარეს გადაეტანა და მეორე კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია მოეხდინა. ამას აკეთებდნენ ისეთი თემების გააქტიურებით, როგორიცაა იარაღის ქონის უფლება და იმიგრაცია. ამასთან, რუსეთის ჯაშუშები აფრო-ამერიკელ ამომრჩევლებს უგზავნიდნენ შეტყობინებებს საარჩევნო პროცესის შესახებ, რის მიზანიც მათი დაბნევა იყო. მაგალითად, უგზავნიდნენ ხმის მიცემის არაკორექტულ ინსტრუქციებს. მოსახლეობის ხვა ჯგუფებს, ლიბერალებს, მაჰმადიანებს, სამხრეთამერიკელებს და ვეტერანებს, რომლებიც იღებდნენ შეტყობინებებს მათი პოლიტიკური სიმპათიების მიმართულებით, ან მოწოდებით, არ წასულიყვნენ კენჭისყრაზე. აშშ-ის საგანგებო პროკურორმა, რობერტ მიულერმაპრიგოჟინსა და კიდევ სხვა 12 პირზე გააკეთა მინიშნებამათ მიმართ საბანკო თაღლითობაში, შეთქმულებასა და პირადი მონაცემების ქურდობაში ბრალდებების სახით.

XS
SM
MD
LG