Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩი: სიტყვის თავისუფლება სიწყნარისა და სიმშვიდის ფარგლებში უნდა რჩებოდეს


როდესაც საქმე ეხება აზრისა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვას, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს სიტყვის თავისუფლება უნდა რჩებოდეს სიწყნარისა და სიმშვიდის ფარგლებში.“-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. „ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა. წინსვლა ასევე ნიშნავს, რომ უნდა მოგვარდეს ის ხარვეზები, რომელიც ჩვენ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ვიხილეთ არჩევნების პირველ და მეორე ტურებში. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ ამაზე“,- აღნიშნა ელჩმა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

XS
SM
MD
LG