Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია პარლამენტში 21 დეკემბერს მივა


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 21 დეკემბერს მივა. შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის ანგარიშს წარუდგენს, თუმცა გამოთქვამს მზადყოფნას, კომპეტენციის ფარგლებში უპასუხოს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს.

საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობის წევრი თავად მიმართავს პარლამენტს. გიორგი გახარიამ შესაბამისი წერილობითი შეტყობინება უკვე გააგზავნა საკანონმდებლო ორგანოში.

XS
SM
MD
LG