Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ახალ სანქციებს უწესებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის 10-ზე მეტ აგენტს


აშშ ახალ სანქციებს უწესებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის 10-ზე მეტ მოქმედ და ყოფილ აგენტს, მათ შორის ორ პირს, რომელიც ეჭვმიტანილია ინგლისში სკრიპალების მოწამვლაში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 19 დეკემბერს ასევე გამოაცხადა, რომ სანქციებს მოუხსნის რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან დაკავშირებულ სამ კომპანიას მათში წილების შემცირების გამო. ამ კომპანიებს შორის არის ალუმინის მწარმოებელი „რუსალი“. თავად დერიპასკას მიმართ სანქციები ძალაში რჩება.

რუსი მილიარდერი, რომელიც კრემლთან დაახლოებულად ითვლება, წელს შეიყვანეს სანქცირებულთა რიგებში სხვა ოლიგარქებთან ერთად. მაგრამ დამსჯელმა ზომებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ალუმინის ბაზარზე და აშშ-ის ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა, გადაესინჯა მიღებული გადაწყვეტილება ალუმინით მომარაგების გასაიოლებლად.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე დაასახელა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, გრუ-ს 15 თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს „რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების კვლავინდებურ უგულებელყოფაში“. მათ შორის არიან ალექსანდრ პეტროვად და რუსლან ბოშიროვად მოხსენიებული პირები. ბრიტანელი გამომძიებლები მათ ბრალად დებენ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG