Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თანაშემწის თქმით, მთავრობის "შათდაუნი" შესაძლოა 3 იანვარს გასცდეს


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მიკ მალვეინის თქმით, მთავრობის ნაწილობრივი დახურვა, ე.წ. "შათდაუნი" შესაძლოა გასცდეს მომავალი წლის 3 იანვარს - როცა შეიკრიბება ახალი კონგრესი, რომელშიც წამომადგენელთა პალატის დომინანტური ძალა დემოკრატები იქნებიან. "სავსებით შესაძლებელია შათდაუნი გასცდეს [ამჟამინდელი კონგრესის ბოლო სესიას 28 დეკემბერს] და ახალ კონგრესს გადაეცეს" - განაცხადა მალვეინიმ 23 დეკემბერს. ამერიკის კანონმდებლები ვერ ახერხებენ კომპრომისის მიღწევას ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხზე, რამაც გამოიწვია "შათდაუნი", ანუ მთავრობის ნაწილობრივი დახურვა. ზომა შეეხო მთავრობის დაახლოებით 25 პროცენტს, რაც ნიშნავს, რომ მუშაობა შეაჩერა რამდენიმე მნიშვნელოვანმა სააგენტომ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხელს არ მოაწერს ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელშიც არ იქნება გათვალისწინებული 5 მილიარდი დოლარი მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაგებად. დემოკრატები კედელს მწვავედ ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ბიუჯეტი, რომელშიც ეს ზომა იქნება გათვალისწინებული, მათგან საკმარის ხმებს ვერ მიიღებს.

XS
SM
MD
LG