Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს კვლავ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს


თამარ ჟვანია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ(ცესკო) თავმჯდომარედ მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩია თამარ ჟვანია. მას ხმა მისცა ცესკოს 11-დან 8 წევრმა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და თავად თამარ ჟვანია. ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

21 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიასთან ერთად წარადგინა კიდევ ორი კანდიდატი - პრემიერ-მინისტრის აპარატის თანამშრომელი მარიამ შელეგია და არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე. ცესკოში დღევანდელი ფარული კენჭისყრისას ბოჟაძემ ერთი ხმა მიიღო, შელეგიამ კი არც ერთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG