Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლებში “დედაენის” დაბრუნებისთვის მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს ,,დედაენა” სასწავლო პროცესში, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელო.

როგორც კანონპროეტის ერთ-ერთი ინიციატორი, ზაზა გაბუნია განმარტავს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოსთან ერთად, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს მას სასწავლო პროცესისთვის.

„აღნიშნული ინიციატივა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს „დედაენის”, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანობის, დოკუმენტირების, კვლევის, იდენტიფიცირებისა და პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას“, - განმარტავს ზაზა გაბუნია.​

ასევე ნახეთ: რატომ ვერ დაბრუნდება „დედა ენა" სკოლებში?

XS
SM
MD
LG