Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია


„ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და დარწმუნებული ვარ, მას აქვს ამის უფლება და მან განმარტებაც გააკეთა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ. ეკა ბესელიამ პოსტის დატოვების თაობაზე განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის "ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს".

მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ხელისუფლების სხვა შტოებში მიმდინარე პროცესში: „რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია აუცილებლად იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოს პროცესებში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, თქვენ მოგეწონებოდათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ? ვფიქრობ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ახალი და გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ. ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა საკითხზე იყოს აზრთა ერთობლიობა. ჩვენ გვაქვს ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური გუნდი არის თანხვედრაში ამ ინტერესებთან დაკავშირებით. ეს არის ცოცხალი პოლიტიკური პროცესი და ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი შეხედულება. ის თავისუფალია თავის არჩევანში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG