Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნიუ-იორკ ტაიმსი": ანიტა რაჭველიშვილი „შტურმით იპყრობს“ საოპერო სამყაროს


გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" ვრცელ სტატიას უძღვნის ქართველ მეცო-სპორანოს, ანიტა რაჭველიშვილს, რომელიც ამავე გაზეთმა მანამდე კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა. 28 დეკემბერის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსი, ზაქარი ვულფი, ეპითეტებს არ იშურებს და წერს, რომ ქართველი მეცო-სპორანო, რომელშიც შერწყმულია „მომნუსხველი ვოკალურობა და ღრმა სინატიფე“, ბოლო წლებში განსაცვიფრებელ სიმაღლეებს იპყრობს.

სტატიაში მოყვანილია ასევე ცნობილი დირიჟორის, რიკარდო მუტის სიტყვები, რომელიც რაჭველიშვილს „აღმოჩენას უწოდებს“. ჩიკაგოში მომავალი წლის ივნისში წარმოდგენელი იქნება ვერდის ოპერა „აიდა,“ რომელშიც მასში ქართველი მომღერალი ამნერისის პარტიას შეასრულებს. ორკესტრს უდირიჟორებს რიკარდო მუტი, რომელიც, „ნიუ-იორკ ტაიმისის“ პუბლიკაციის თანახმად, ანიტა რაჭველიშვილს დღეისათვის ვერდის ამნერისის შემსრულებელ, „პლანეტის საუკეთესო მეცო-სოპრანოს უწოდებს.“

XS
SM
MD
LG