Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში, უმეტესწილად, იცავენ საახალწლოდ გამოცხადებულ ზავს


აღმოსავლეთი უკრაინა, დონეცკის ოლქის სოფელი პავლოპოლი

აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებული მხარეები - უკრაინის ჯარები და რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლი სეპარტისტები - როგორც ჩანს, უმეტესწილად იცავენ საახალწლოდ გამოცხადებულ ზავს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 29 დეკემბრის ღამეს. იმავე დღეს უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა სეპარტისტების პოზიციებიდან ცეცხლის რამდენჯერმე გახსნის შესახებ და სეპარატისტებმაც დაადანაშაულეს უკრაინელი სამხედროები ზავის დარღვევაში. მაგრამ, ცნობების თანახმად, ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო 2014 წლის აპრილში - ერთ თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მიიერთა უკრაინის კუთვნილი ყირიმი. მას შემდეგ დაიღუპა 10300-მდე ადამიანი.

მოსკოვი უარყოფს სეპარტისტების დახმარების ბრალდებას. მაგრამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2016 წლის ნოემბერში დაადგინა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა არის „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG