Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა უშიშროების ძალების ბლოკ-პოსტებზე თალიბების თავდასხმას


თალიბმა ექსტრემისტებმა ავღანელი ჯარისკაცები მოკლეს ჩრდილოეთში მდებარე სარ-ე-პულის პროვინციაში ბლოკ-პოსტებზე თავდასხმისას.

რადიო თავისუფლებამ ადგილობრივი წყაროდან მოიპოვა ცნობა, რომ ერთ-ერთი ასეთი თავდასხმისას დაიღუპნენ საიადის რაიონის პოლიციის უფროსი და მისი ოთხი თანამშრომელი. ხოლო საინფორმაციო სააგენტო დე-პე-ა-ს ცნობით, ორ ბლოკ-პოსტზე თავისხმისას მოკლეს ავღანეთის უშიშროების ძალების 23 თანამშრომელი, მათ შორის მაღალი რანგის ოფიციალური პირი დაზვერვის სააგენტოდან.

საიადის პროვინციაში რამდენიმე საათი გრძელდებოდა შეტაკება, რომლის მსვლელობაშიც ჯარისკაცებმა მძიმე არტილერია გამოიყენეს მეამბოხეების მოსაგერიებლად.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა ორივე თავდასხმაზე.

ერთი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა მოამზადოს გეგმა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის, დაახლოებით, ნახევრის - 7000 ჯარისკაცის გასაყვანად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG