Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 20 ლარით იზარდება პენსია და ძალაში შედის დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი


2019 წლის იანვრიდან საქართველოში 20 ლარით გაიზარდა პენსია. ყველა პენსიონერი თვეში 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს. პენსია 20 ლარით იზრდება შშმ პირებისთვისაც.

1 იანვრიდან ამოქმედდა აგრეთვე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.

დამსაქმებელი იხდის დარიცხული ხელფასის 2 %-ს, დასაქმებულიც - 2 %-ს და სახელმწიფოც - 2%-ს. მაგალითად, თუ ხელფასი 1 000 ლარია, დამსაქმებელი საპენსიო ფონდში გადაიხდის 20 ლარს, დასაქმებული, ასევე - 20 ლარს და სახელმწიფოც - 20 ლარს. ეს, საბოლოოდ, თვეში 60 ლარი გამოვა.

ამ სქემიდან არსებობს გამონაკლისიც, თუ ხელფასი ან/და (შემოსავალი) წელიწადში 24 ათას ლარს გადააჭარბებს, სახელმწიფო მხოლოდ 1 პროცენტს გაიღებს, ხოლო თუ 60 ათას ლარზე მეტია, სახელმწიფო თავის წილს საერთოდ აღარ იხდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG