Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სავარაუდოდ, გრიპით გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი


გორის კლინიკის, „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა 39 წლის ქალი, რომელიც სავარაუდოდ H1N1 ვირუსით იყო დაავადებული. გარდაცვლილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის მცხოვრები იყო. ის „გორმედში“ გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან. რადიო თავისუფლებას კლინიკა „გორმედში“ უთხრეს, რომ პაციენტს ჰქონდა ძლიერი ცხელება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებიდან დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა. იმის ლაბორატორიულად დადგენა, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ვირუსი, მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი. 2018 წლის ბოლოს, გრიპის ვირუსით ბათუმსა და ქუთაისში გარდაიცვალა 2 ქალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG