Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში გაიმართა ჯამალ ხაშოგის საქმესთან დაკავშირებული სასამართლოს პირველი სხდომა

ჯამალ ხაშოგი
ჯამალ ხაშოგი

საუდის არაბეთში გაიმართა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული სასამართლოს პირველი სხდომა. მასში მონაწილეობდნენ 11 ბრალდებული და მათი ადვოკატები. ხუთი ბრალდებულისთვის სახელმწიფო ბრალმდებელმა სიკვდილით დასჯა მოითხოვა. საუდის არაბეთის გამოძიება ელოდება საგამოძიებო მასალებს თურქი კოლეგებისგან. ზოგიერთი ეჭვმიტანილის დაკითხვა ჯერაც გრძელდება. ჯამალ ხაშოგი, ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, რომელიც „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მუშაობდა, ოქტომბერში იქნა მოკლული სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში. უკანასკნელ წლებში ჟურნალისტი მწვავედ აკრიტიკებდა ელ-რიადის პოლიტიკას. თურქეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ მკვლელობასთან კავშირი შეიძლება ჰქონდეს საუდის არაბეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას. ჟურნალისტის გვამი ჯერაც არ არის ნაპოვნი. საუდის არაბეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია 21 ეჭვმიტანილი, მაგრამ თავად უარყოფს მკვლელობის ორგანიზებასთან კავშირს. როგორც იტყობინებიან, ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო სამეფო ოჯახის ათობით წევრი მოითხოვს, ტახტზე არ დაიშვას ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი.

XS
SM
MD
LG