Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია: სააკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებული მოსამართლეები სისტემაში არ უნდა შენარჩუნდნენ


„ჩემთვის ახლა მთავარი საკითხი, რაც დგას და რაზეც გადის ბრძოლის ხაზი, სამართლიანი გადაწყვეტილება და უზენაესი სასამართლოს წარმოდგენილი სიის შეცვლაა ისეთი კანდიდატებით, რომლებიც არ უკავშირდებიან სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ეს ბრძოლა ბოლომდე მისაყვანია. მე ეს პოზიცია შიგნით სულ მქონდა და ეს ფარული ბრძოლა იურიდიული კომიტეტის ხელში ჩასაგდებად ამის გამო ხდებოდა. ახლა კი ღიად გამოჩდა ის ჯგუფი, რომელიც ამისთვის იბრძოდა და ამ წარმოდგენილ სიას ლობირებდა. ამდენი წლის ბრძოლა სამართლიანობისთვის არ უნდა შევურაცხყოთ იმ ხალხის მხარდაჭერით, ვინც პოლიტიკური იარაღი იყო სააკაშვილის ხელში. მე ბევრი ადამიანი მეხმიანება და მათთან ერთად ვაპირებ ბრძოლა ბოლომდე გავაგრძელო სამართლიანობისთვის“ - უთხრა ეკა ბესელიამ „ინტეპრესნიუსს“.

მისივე განცხადებით, მმართველ გუნდში შექმნილმა სიტუაციამ ღიად გამოაჩინა ჯგუფი, რომელიც სწორედ აღნიშნულ მოსამართლეებს ლობირებს.

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

XS
SM
MD
LG