Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაგნიტოგორსკში ეთხოვებიან საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაღუპულებს


მაგნიტოგორსკში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაღუპული ოჯახი: იგორ, მილანა და ანასტასია კრამარენკოები
მაგნიტოგორსკში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაღუპული ოჯახი: იგორ, მილანა და ანასტასია კრამარენკოები

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში დაიწყეს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა. 31 დეკემბერს, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად ჩაინგრა მთელი სადარბაზო. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 39 ადამიანი.

პარასკევს ასობამდე ადამიანი დაესწრო კრამარენკოების დასაფლავებას. სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოჯახის სამივე წევრი: 31 წლის ცოლ-ქმარი და მათი წლინახევრის ქალიშვილი. პარასკევს სულ ექვს ადამიანს კრძალავენ.

რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქებისას 10-სართულიანი სახლის ნაწილის დანგრევის შედეგად მთლიანად განადგურდა 35 და ნაწილობრივ განადგურდა 10 ბინა. ცნობების თანახმად, მაგნიტოგორსკის ხელისუფლება არ აპირებს 12-სადარბაზოიანი სახლის დანგრევას - გეგმით, ის ორ შენობად უნდა გადაკეთდეს. მასში მცხოვრები ხალხი გასახლებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG