Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დეპუტატი გამოდის ჯაშუშობისათვის დაკავებული ამერიკელის რომელიმე რუსზე გაცვლის წინადადებით


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატმა ოლეგ მოროზოვმა მოსკოვში ჯაშუშობისათვის დაკავებულ ამერიკელს, პოლ უილანს უწოდა აშშ-ში დაკავებულ რუსებზე გაცვლის კანდიდატი.

მოროზოვის აზრით, უილანი შეიძლება გაიცვალოს იარაღით ვაჭრობისათვის დაპატიმრებულ ვიქტორ ბუტზე, ან უკანონო ლობისტობაში დადანაშაულებულ მარია ბუტინაზე. ამის შესახებ მოროზოვი ფეისბუკში წერს.

მოსკოვში 28 დეკემბერს დააკავეს პოლ უილანი, რომელიც შეერთებული შტატების გარდა, ცნობების თანახმად, ბრიტანეთისა და კანადის მოქალაქეც არის. მას უკვე წაუყენეს ჯაშუშობის ბრალდება. სააგენტო „როსბლატი“ რუსეთის უშიშროების სამსახურში თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უილანი დააკავეს, როცა მან მიიღო ფლეშ-ბარათი რუსეთის ერთ-ერთი გასაიდუმლოებული უწყების თანამშრომელთა სიით.

დაკავებულის ძმა გამორიცხავს, რომ ის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობს. ძმამ სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს უთხრა, რომ პოლ უილანი რეგულარულად ჩადიოდა რუსეთში.

XS
SM
MD
LG