Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისაკენ


მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოაქვეყნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი მიმართვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე. პატრიარქი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებს მოუწოდებს, ცნონ უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბართლომე ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 6 იანვარს გადასცემს კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს მანამდე ერთი დღით ადრე დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

გასული წლის 15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არის მიკუთვნებული. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი გახდა 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე.

პოროშენკომ ისტორიული მოვლენა უწოდა ახალი ეკლესიის შექმნას. ხოლო კრემლი, ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მკაცრად აკრიტიკებს გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG