Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: აშშ-მა რუსეთის მოქალაქე დააპატიმრა პოლ უილენის დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ


პოლ უილენი

რუსეთმა აშშ-ს ბრალი დასდო რუსეთის მოქალაქის დაპატიმრებაში მოსკოვის მიერ აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილენის დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ. უილენს ჯაშუშობაში სდებენ ბრალს.

რუსეთის მედიამ 5 იანვარს გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-მა 29 დეკემბერს ჩრდილოეთ მარიანის კუნძულზე დააპატიმრა დმიტრი მაკარენკო და ფლორიდაზე გადაიყვანა ის.

72 წლის მაკარენკო ეფბიაიმ დააპატიმრა. აშშ-ში მას ბრალი წაუყენეს რუსეთში აკრძალული სამხედრო ტექნიკის, კერძოდ, ღამის ხედვისა და თბოვიზორების ექსპორტისა და ფულის გათეთრების გამო.

უილენი 28 დეკემბერს დააკავა ეფესბემ. მისი ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და რომ ის მეგობრის ქორწილში გაემგზავრა მოსკოვში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG