Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარეობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემის ცერემონია


კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს გადასცემს კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს. ტომოსის გადაცემის ცერემონიას სტამბულის წმ. ტაძარში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრება.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი 5 იანვარს მოაწერა.

​უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოაქვეყნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი მიმართვა. პატრიარქი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებს მოუწოდებს, ცნონ უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG