Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 5 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე მიულოცეს.

“ჩვენთვის ბედნიერებაა თქვენთან ურთიერთობის თითოეული წუთი. გულით და სულით მინდა მოგილოცოთ დაბადების დღე, დამდეგი შობა-ახალი წელი უდიდესი პატივისცემით, რასაც თქვენ იმსახურებთ ათწლეულებია. თქვენი ნაღვაწი არის განუზომელი და შეუფასებელი. უღრმესი, გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებთ. მინდა გისურვოთ მხნეობა. თქვენ გვჭირდებით თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ძალიან სჭირდებით ჩვენს სამშობლოს, რადგან ყოველთვის, როდესაც საერთო ინტერესზე - ერის, ქვეყნის და რწმენის სიყვარულზე იყო საუბარი თქვენ იყავით ამ ყველაფრის გამაერთიანებელი და შეიძლება ითქვას, სიმბოლოც კი. თქვენ იყავით ყოველთვის სიმბოლო გაერთიანების, რწმენის, სიყვარულის და იმედის. მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად, თქვენი მეთაურობით, შევძლოთ, სიყვარული დავამკვიდროთ მეტად. ქვეყნის ერთიანობისკენ ბრძოლა და ქვეყნის ერთიანობისკენ სწრაფვა - ეს იმედი ერთად ჩავუსახოთ ჩვენს შვილებს გულში და ამ ყველაფერზე ქმედითად ვიზრუნოთ. ამის გამაერთიანებელი თქვენ ბრძანდებით. დიდი ხნის სიცოცხლეს და მხნეობას გისურვებთ. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ შეძელით ამ ქვეყანაში“, - უთხრა საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოჯახებთან ერთად ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ პატრიარქის ნათლულებიც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 4 იანვარს 86 წელი შეუსრულდა.

XS
SM
MD
LG