Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია კოლეგებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს იწყებს


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გეგმავენ მომავალი კვირიდან, უზენაესი სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შეხვედრების სურვილი უკვე არაერთმა ადამიანმა გამოთქვა.

„შევხვდებით მათ, ვისაც სურს იყოს ამ პროცესის თანამონაწილე. პროფესიული წრეები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, ყველას, ვისაც სურს იყოს ჩვენი თანამოაზრე ამ პროცესში. ეს საკითხი არ უნდა ჩაიკეტოს და მისი განხილვა ღია უნდა იყოს“.

ეკა ბესელია ამავე საკითხზე შეხვედრების გამართვას გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG