(რქა)წითელი პლანეტა
რამდენიმე ახირებული ქართველი მეცნიერი და ინოვატორი ერთი იდეით გაერთიანდა - ქართულ ღვინოს მარსზეც გაუსინჯონ გემო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა, Microsoft Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკა დობორჯგინიძემ, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ, Space Farms-ის დამფუძნებელმა ტუსა ღარიბაშვილმა და ამავე ორგანიზაციის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა გოგა ჩხეტიამ ერთობლივი პროექტი წამოიწყეს – „მეცხრე მილენიუმი“. პროექტის თანახმად, საქართველოში სპეციალურ ინოვაციურ ლაბორატორიაში უნდა გამოიყვანონ ყურძნის ის ჯიში,რომელიც მარსის პირობებში იხარებს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მარსის მკაცრ კლიმატს რქაწითელი გაუმკლავდება. სპეციალისტთა ჯგუფი ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით აპირებს მიზანს მიაღწიოს.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ