Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და თურქეთს შორის უთანხმოებას იწვევს სირიელი ქურთების საკითხი


თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის აზრით, აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი „ძალიან სერიოზულ შეცდომას“ უშვებს, როცა თურქეთისაგან მოითხოვს, რომ ნურაფერს დაუშავებს სირიაში მებრძოლ ქურთებს.

ერდოანმა ეს განცხადება გააკეთა 8 იანვარს, როცა ბოლტონი თურქეთში იმყოფებოდა. ის ანკარაში ჩავიდა თურქეთის დასარწმუნებლად, რომ არ უნდა მიიტანოს იერიში აშშ-ის მოკავშირე ქურთებზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს ქურთ მებრძოლებს.

ბოლტონი ორი საათი ესაუბრა ერდოანის მრჩეველს, იბრაჰიმ კალინს, მაგრამ არ ჩატარებულა ბოლტონისა და ერდოანის შეხვედრა.

ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულობის ფონია აშშ-ის მზადება სირიიდან თავისი ჯარების გასაყვანად.

XS
SM
MD
LG