საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაფარა საარჩევნო კამპანიისთვის ბანკ „ქართუდან“ აღებული მილიონი ლარის სესხი. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს პრეზიდენტის პრესსამსახურში. სესხის გადახდამდე სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო მილიონი ლარის დაფინანსება. ამდენივე მიიღეს პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ,“ რომელთა პრეზიდენტობის კანდიდატებმა, გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ ხმების 10%-ზე მეტი მიიღეს. საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან მილიონ ლარს იღებს კანდიდატი, რომელსაც ხმას მისცემს არჩევნებში მონაწილეთა 10%-ზე მეტი.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი