Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორად


„საქართველოს ბანკის“ ახალ გენერალურ დირექტორად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, არჩილ გაჩეჩილაძე „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ 28 იანვრიდან უხელმძღვანელებს. ის ასევე გახდება დირექტორთა საბჭოს წევრი. არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, მისთვის პატივია, იყოს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი: „საქართველოს ბანკი“ არის წამყვანი ორგანიზაცია საბანკო სფეროში - ძლიერი ბრენდით, პროფესიონალი კადრებითა და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტით. საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე ფინანსური მომსახურება განავითაროს და შესთავაზოს მომხმარებელს. დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის მმართველ და აღმასრულებელ გუნდთან ერთად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ამ მიმართულებით საბანკო მომსახურებას საქართველოში“.

სხვადასხვა დროს არჩილ გაჩეჩილაძე იყო კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორი და ამავდროულად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. გარდა ამისა, ის იყო „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით, ასევე კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორი.

XS
SM
MD
LG