Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაულ ხაჯიმბა ვენესუელაში ჩავიდა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა ვენესუელის ბოლივარიანულ რესპუბლიკაში ჩავიდა. დედაქალაქ კარაკასის აეროპორტში შედგა სტუმრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სამხედრო ყარაულის მონაწილეობით. ხაჯიმბამ ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმრების წიგნში და უპასუხა აეროპორტში მისული ვენესუელელი ჟურნალისტების შეკითხვებს. ხაჯიმბას საიტის ცნობით, აეროპორტში მან განაცხადა, რომ „ვენესუელის სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა“. ხაჯიმბა მოელის, რომ ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით მომავალში განვითარდება. ხაჯიმბა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიწვევით ჩავიდა ვენესუელის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად. აშშ-მა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს პრეზიდენტის თანამდებობაზე მადუროს მოსვლას მეორე ვადით. ამის თაობაზე ტვიტერით გაავრცელა ცნობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა. აშშ მადუროს დიქტატორად მიიჩნევს და მასზე ზეწოლას აგრძელებს, აცხადებს ბოლტონი. ვენესუელაში ყოფნის დროს ხაჯიმბა შეხვდება მადუროს, და როგორც საიტი იტყობინება, ისინი განიხილავენ მათი ქვეყნების ურთიერთობის მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG