Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდისთავში სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ადგილობრივმა მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. სოფელს ნახევარი თვეა წყალი არ მიეწოდება. ხიდისთაველებმა დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. სოფლის მცხოვრებნი 12 იანვარს სოფლის ცენტრში გავიდნენ და გზა გადაკეტეს გორი-ხიდისთავი-ატენის მონაკვეთზე. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები, რომლებმაც აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს. ხიდისთაველები ადგილზე მხარის გუბერნატორის ჩასვლას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ წყლის მიწოდება 27 დეკემბერს შეუწყდათ და მას მერე მიზეზს ვერ არკვევენ. ერთ-ერთი ვერსიით, მილებში სხვადასხვა ნივთია გაჭედილი. ხიდისთავში წყლის სისტემა გასულ წელს აღდგა. შესაბამისი სამსახურები წყლის შეწყვეტის მიზეზს არკვევენ.

XS
SM
MD
LG