Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნიუ-იორკ ტაიმსი“: FBI აწარმოებდა გამოძიებას ტრამპის მიმართ


გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) კონტრტერორიზმის კუთხით 2017 წელს დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, ეწეოდა თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქმიანობას რუსეთის ინტერესებისთვის.

გაზეთი ეყრდნობა FBI-ს ყოფილი ანონიმი თანამშრომლის ინფორმაციას, რომლის თანახმად კონტრტერორისტული გამოძიება წარმოებდა ცალკე იმ სისხლის სამართლებრივი გამოძიებისაგან, რომელსაც სპეცპროკური რობერტ მიულერი ხელმძღვანელობს.

კონტრტერორისტული გამოძიება სწვალობს ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებებს.

სისხლის სამართლის საქმის გარშემო მიმდინარე გამოძიება ფოკუსირებულია ტრამპთან დაახლოებული პირების შესაძლო კავშირებზე რუსეთის ხელისუფლებასთან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობის დროს.

გამოძიება შემდეგომში გაფართოვდა იმის დასადგენად, ჩაიდინა თუ არა დონალდ ტრამპმა თანამდებობრივი დანაშაული მის მიერ 2017 წლის მაისში, პოსტიდან FBI-ის დირექტორის, ჯეიმს კომის გადაყენების დროს.

გაზეთის წყაროს ცნობით, სპეციალური პროკურორი რობერტ მოიულერი FBI-ის ამ გამოძიებას სათავეში უდგას კომის გადაყენების შემდეგ.

არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გარშემო მიმიდინარე სგამოძიების ფარგლებში რობერტ მიულერმა ბრალი წაუყენა 34 პირს, მათ შორის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელ პოლ მანაფორტსა და ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილ პირველ მრჩეველს, მაიკლ ფლინს. ბრალი წარედგინათ ასევე რუსეთის დაზვერვისა და კრემლთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მომხრეები სისტემატურად აკრიტიკებენ მიულერის გამოძიებას, უწოდებენ მას „კუდიანებზე ნადირაობას“, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG