Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათლისღების წირვას სამებაში პატრიარქი ატარებს


19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად.

სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება. ნაკურთხ წყალს მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG