Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


გარდაცვლილი ბავშვის დედისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა მოითხოვდა, ადვოკატი კი პატიმრობის ნაცვლად გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის გამოყენება მოითხოვა. სასამართლომ კი მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს.

„შემაკავებელი ორდერით, დედას აეკრძალა ბავშვთან, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, რაც მან არ შეასრულა და ამის გამო ის დაკავებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და იმ საფრთხეების საფუძველზე, რაც საქმეზე იკვეთებოდა, სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ", - განაცხადაპროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ პროცესის დაწყების წინ.

პროკურორის თქმით, გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე, რაც შეეხება მტკიცებულებების შინაარსს, ამ საკითხზე გამოძიების და არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე,პროკურატურა ამ ეტაპზე განცახდებისგან თავს იკავებს.

ლევან ჟორჟოლაძის თქმით, შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ მონიტორინგი ევალებოდაროგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისივე განმარტებით, გამოძიება ყველა კუთხით მიმდინარეობს.

„მას 30 დღის განმავლობაში -6 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, მსხვერპლთან, ანუ არასრულწლოვანთან, მის საცხოვრებელთან მიახლოება და ნებისმიერი სახით კომუნიკაცია ეკრძალებოდა. ვალდებულება დედას ჰქონდა, რომ მის სახლში არ მისულიყო. აღსრულება თავად მოძალადეს, დედას ევალებოდა. ყველა პირის გამოკითხვა, ყველა ვერსიის შემოწმება მიმდინარეობს", - განაცხადა ჟორჟოლაძემ.

XS
SM
MD
LG