Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ფედერაციის სახელით მამაო მიუგზავნეს


ზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი

მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამბობს,რომ ჭიდაობის ფედერაცია მის გაჩუმებას ცდილობს და პრივილეგიებს ჰპირდება.

მე არავინ დამკავშირებია ამ დღეების განმავლობაში. ფედერაციის სახელით მამაო გამომიგზავნეს, ის მეუბნებოდა, რომ ზურაბ, ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალ. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია-მეთქი, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ასეთი პრივილეგიები. მან მითხრა, მოდი, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მე ვუთხარი, რატომ უნდა იყოს ასე?! ჩემი სურვილი რა შუაშია, ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად-მეთქი“, - განაცხადა ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა პრესკონფერენციაზე. იგი ამბობს, რომ სამომავლოდ არ აპირებს ითანამშრომლოს ჭიდაობის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან. ზურაბ დათუნაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმება გეგა გეგეშიძის პატიმრობიდან გათავისუფლების ნაწილში, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ მას ფედერაციის პრეზიდენტად მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცა:

”„გეგეშიძესთან არ ვითანამშრომლებ, ეს გამორიცხულია. ამის მიზეზი ის პრობლემებია, რაც აქამდე იყო - არასწორი მმართველობა, სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვა, ვინც მას თვალში არ მოსდის. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ პოსტიდან მისი წასვლით "ქვეყანა დაინგრევა" მე მგონია, რომ ეს ადამიანი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ბიჭების შრომას რომ საკუთარ თავზე იბრალებს, ეს არ ვიცი რას ნიშნავს“, - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა. იგი ამბობს,რომ ჭიდაობის ფედერაციაში მას ბლოკავდნენ, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წასულიყო.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სასამართლომ გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG