ვინ სცემა დავით ფეიქრიშვილს?
პროკურატურამ დაადასტურა ნაცემი პატიმრის დავით ფეიქირშვილის ინფორმაცია, რომელსაც „პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა“. გამოძიების მიხედვით, დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად იძალადეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ.
ამირან გულუაშვილის თქმით, ძალადობა ოთხი დღის განმავლობაში 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე გრძელდებოდა:
„განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით“.
როგორ მოხვდნენ ყიფიანი, ბილანიშვილი და სხვები ფეიქრიშვილის საკანში?
- 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
- გამოძიების ცნობით, საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, „ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს“.
საქართველოს გენერალურმა პროკურორის მოადგილემ პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსისა და მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის გადაწყვეტილება შეაფასა კანონისა და ციხის დებულების უხეშ დარღვევად.
მასალა განახლდება
ფორუმი