Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მოუწოდებს კოსოვოს, გააუქმოს ასპროცენტიანი საბაჟო ტარიფები სერბიიდან იმპორტირებული საქონელზე


აშშ-მა გააფრთხილა სერბიის ყოფილი ოლქი კოსოვო, რომ ვაშინგტონთან მის ურთიერთობაში ამას „შედეგები“ მოჰყვება, თუ არ შეაჩერებს ასპროცენტიან საბაჟო გადასახადს სერბიიდან იმპორტირებული საქონელზე.

კოსოვომ ნოემბერში დააწესა სერბიის საქონელზე საბაჟო გადასახადი, როგორც შურისძიება სერბის მცდელობისთვის, როგორც პრიშტინაში თვლიან, დაასამაროს მისი სახელმწიფოებრიობა.

სერბია არ აღიარებს თავისი ყოფილი ოლქის, მისგან ცალმხრივად გამოყოფილი კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც 2008 წელს გამოცხადდა, და რასაც წინ უძღოდა 1998-1999 წლების ომი. ომის დროს ათი ათასამდე ადამიანი დაიხოცა. დაპირისპირება დასრულდა ნატოს მიერ საჰაერო კამპანიის დაწყების შემდეგ 1999 წელს.

ევროკავშირი და აშშ-ი ზეწოლას ახორციელებენ კოსოვოზე, გააუქმოს საბაჟო ტარიფები, რაც ძაბავს საერთაშორისო ვითარებას და ხელს უშლის მცდელობას, მორიგება მოხდეს ყოფილ მტრებს შორის. კოსოვო და სერბია ევროკავშირის შუამავლობით აწარმოებენ მოლაპარაკებას ურთიერთობათა ნორმალიზების მიზნით 2011 წლიდან.

XS
SM
MD
LG